ვახო სანაიას საქმის სასამართლოზე პოლიცილები გამოკითხეს

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე, დღეს, 3 ივნისს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე იმ პოლიცილების გამოკითხვა მოხდა, რომლებიც 25 თებერვლის ღამეს შემთხვევის ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდნენ. პროცესზევე განიხილეს ვიდეომტკიცებულებები, რომელზეც ჩანს ჟურნალისტზე თავდასხმა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ვიდეომასალა სრულ თანხვედრაშია სანაიას მიერ მიცემულ ჩვენებებთან.

ვახო სანაიას თქმით, ამ საქმეში შეკითხვები აღარ არსებობს და სამივე პირი, რომელსაც ბრალი აქვს წაყენებული, სასამართლომ დამნაშავედ უნდა ცნოს.

საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 7 ივნისს ჩატარდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი