გენერალურ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში არსებულ მძიმე ვითარებას აპროტესტებდნენ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა. დაკავებულები არიან გიგა მაქარაშვილი, ნიკა ფარულავა, ტიტე გედენიძე, ზუკა ბერძენიშვილი თამთა გოგოლაძე და შუშანა მაცაბერიძე.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა.
აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გამომძიებლებთან შეხვედრა მოითხოვა.