ზეთი, შაქარი, ტრანსპორტი, ჯანდაცვა - ის, რაც მაისში ყველაზე მეტად გაძვირდა  

გამოქვეყნდა:

ფასები ისევ იზრდება, რასაც საქსტატი კონკრეტული ციფრებით ადასტურებს. ექსპერტები პასუხისმგებლობას მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ეროვნულ ბანკს აკისრებენ.

მოქალაქეები პროდუქტების გაძვირებას უჩივიან. ამბობენ, რომ თვიდან თვემდე ფასის ზრდა შესამჩნევია როგორც სურსათზე, ასევე მედიკამენტებზე.

ინფლაციამ რომ მაისში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ამ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.

გასულ თვეს ზეთი 42%-ით, შაქარი 13%-ით, ტრანსპორტი 17.4%-ით, ჯანდაცვა კი 13.4%-ით გაძვირდა. 

გასული წლის მაისთან შედარებით, კი ყველაზე მეტად გაძვირდა ზეთი, მწვანე ლობიო, შაქარი, წიწიბურა, კვერცხი.

როგორ მოახერხებს ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ინფლაციის გაკონტროლებას, ამის პროგნოზირება რთულია, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პასუხისმგებლობა სრულად მოიხსნა. 

ამავე თემაზე:

ავტორი: ნინო ღვედაშვილი
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი