"სირცხვილიას" ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები: ზუკა ბერძენიშვილი, პაატა ხარატიშვილი, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.
სამოქალაქო აქტივისტები პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. საზოგადოების ნაწილი საგამოძიებო უწყებასთან ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას აპროტესტებდნენ.
9 დაკავებულიდან 5 აქტივისტი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.