ვაქცინების გაზიარებას აშშ ივნისის ბოლოდან დაიწყებს - სიაში საქართველოცაა

გამოქვეყნდა:

თეთრმა სახლმა 80 მილიონი დოზა ვაქცინის გლობალურად გაზიარების გეგმა და ის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პირველი 25 მილიონი დოზა განაწილდება. ვაქცინების გაზიარებას ამერიკა ივნისის ბოლოდან დაიწყებს.  იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამერიკისგან ვაქცინებს მიიღებს, საქართველოცაა:

„დაახლოებით 6 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება გათვლილი რეგიონული პრიორიტეტების გათვალისწინებით და პარტნიორ მიმღებებზე, მათ შორის არიან მექსიკა, კანადა, კორეის რესპუბლიკა, დასავლეთ სანაპირო და ღაზა, უკრაინა, კოსოვო, ჰაიტი, საქართველო, ეგვიპტე, იორდანია, ინდოეთი, ერაყი და იემენი. ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანამშრომლები, ვინც პანდემიის წინა ხაზზე იბრძვის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა რაოდენობის და რომელ ვაქცინას მიიღებენ ცალკეული ქვეყნები.

ინფორმაცია, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება თბილისში, ვიზიტად მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი