არასამთავრობო ორგანიზაციები ნინოწმინდის პანსიონში არსებულ სიტუაციას ეხმაურებიან. წერენ, რომ მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს. განცხადებას "კოალიცია თანასწორობისთვის" და მასში შემავალი ორგანიზაციები ავრცელებენ.
"ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს პანსიონატში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე. ამასთან, სახელმწიფოს არ შეუქმნია დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფდა.
უფრო მეტიც, ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არ კეთდება განცხადება დიდი პანსიონატების დეინსტიტუციონალიზებისა და აუცილებელი რეფორმის შესახებ, რაც ამ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისთვის ღირსეული და სათანადო საცხოვრებელი გარემოს და უფლებების დაცვის აუცილებელი წინაპირობაა", - წერია განცხადებაში.
არასამთავრობოები მიმართავენ:
საქართველოს პროკურატურას:
საქართველოს მთავრობას:
განცხადებას ხელს აწერენ: