პროტესტის 25-ე დღეს შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადადიან და წყლის მიღებაზე უარს ამბობენ. ისინი პროტესტს ამერიკის საელჩოსთან აგრძელებენ.
დაზარალებულები "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებასაც პასუხობენ და ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვა ცალმხრივი და არაკანონიერია.
"მშრალ შიმშილობაზე გადავდივართ სანამ ოფიციალურად არ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები, რაღაც სისულელეს ემსახურება, არ ვიცი რას, ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ გავრცელებული დღევანდელი დოკუმენტი. ვერავინ ვერავის ვერ დაუკვეთავს ჩვენ ქონებაზე ექპსერტიზას ჩვენი, აქციის მონაწილეების ჩართულობის გარეშე, თუ არ გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება", - თქვა მოშიმშილე, გიორგი ნეფარიძემ.
"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით, კომპანიამ ზიანის შესაფასებლად, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. მათი მოთხოვნით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, სამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი: შეაფასოს მიყენებული ზარალი, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორე და ქონების საბაზრო ღირებულება.
მოშიმშილეები ზარალის დაკმაყოფილებამდე პროტსეტის შეყწვეტას არ აპირებენ. მათ აშშ-ს საელჩოსთან უკვე 5 ღამე გაათენეს.