"ჯორჯიან მანგანეზმა" შუქრუთელების ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ბიუროს მიმართა

გამოქვეყნდა:

"ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით, შუქრუთში მცხოვრებლების ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართეს. კომპანიის მოთხოვნით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, სამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი:

  1. შეაფასოს მიყენებული ზარალი.
  2. შეაფასოს დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორე .
  3. შეაფასოს ქონების საბაზრო ღირებულება.

კომპანიის განცხადებით, როგორც კი დასკვნას მიიღებენ გაასაჯაროვებენ. შუქრუთელები ამერიკის საელჩოსთან პროტესტსს აგრძელებენ, შიმშილობის 25-ე დღეს მათ წყლის მიღებაზეც უარი თქვეს. 

"რაღაც სისულელეს ემსახურება, არ ვიცი რას, ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ გავრცელებული დღევანდელი დოკუმენტი. ვერავინ ვერავის ვერ დაუკვეთავს ჩვენ ქონებაზე ექპსერტიზას ჩვენი, აქციის მონაწილეების ჩართულობის გარეშე, თუ არ გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება", - თქვა მოშიმშილე, გიორგი ნეფარიძემ.

მოშიმშილეები ზარალის დაკმაყოფილებამდე პროტსეტის შეყწვეტას არ აპირებენ. მათ აშშ-ს საელჩოსთან უკვე 5 ღამე გაათენეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი