დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 12 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებზე ვაქცინების გამოყენებაზე ნებართვას გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაწიონ.
„იცით, რომ ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ „ფაიზერის“ გამოყენება დაშვებულია 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.
როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინის 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენების მიზნით კვლევები მიმდინარეობს ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნაზე“. მარეგულირებლები დასტურს თუ მისცემენ, საქართველოც შესაბამისად გადავა" ამბობს გამყრელიძე.
მისი თქმით, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან.