PHR მეუფე სპირიდონისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითხოვს

გამოქვეყნდა:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) შსს-ს მეუფე სპირიდონისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემას სთხოვს

PHR-მა ეს გადაწყვეტილება იმ ვიდეოფაილების გავრცელების შემდეგ მიიღო, რომელიც მეუფე სპირიდონმა დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა და სადაც ჩანს, ე,.წ. გასაუბრება პანსიონატს ბავშვებთან

PHR ითხოვს, სპირიდონი დაუყოვნებლივ განაცალკევონ ბავშვებისგან.

შემაკავებელ ორდერს ვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის უფროსზე. ოჯახში რომ ჩაეწერა ბავშვზე ძალადობა ვინმეს და ლაივად გაეშვა, ხომ მოვითხოვდით? აქ ორმაგად უნდა მოვითხოვოთ საფრთხე უფრო დიდია. გააცალკევეთ მოძალადე ბავშვებისგან შსს! -წერს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი

ხალხო, სპირიდონის მოქმედება და სახელმწიფოს უმოქმედობა არის ძალადობა ბავშვებზე. ასეთ ვიდეოებს ზრუნვის სააგენტო სასამართლოში იყენებს ძალადობის სამტკიცებლად ხოლმე . ამიტომ,  პოლიციას მივაწოდეთ ინფორმაცია და მოვითხოვეთ სპირიდონის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. უნდა განაცალკევონ ბავშვებისგან დაუყოვნებლივ! ვნახოთ აბა რას იზამენ.
პ.ს. ორივე ვიდეო სამუშაო მაგიდაზე უკვე უდევს მოსამართლეს! -
წერს ანა აბაშიძე.

ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ვიდეოჩანაწერები დღეს თავად მეუფე სპირიდონმა გაავრცელა.  კადრებში ჩანს, გასაუბრება ბენეფიციარებთან, ისე, რომ არც ერთი არასრულწლოვნის სახე დაფარული არაა. გარდა ამისა, სხალთელი მიტროპოლიტი ბავშვების და სოცმუშაკების თანდასწრებით ურეკავს ბავშვების მშობლებს და ეკითხება თანახმა არიან თუ არა ბავშვთა სახლიდან წაიყვანონ მოზარდები.

ამით სასულიერო პირი ცდილობს აჩვენოს რომ თავშესაფარში ყველაფერი კარგად არის.

ამავე თემაზე:

ბავშვთა უფლებების დარღვევა სოციალური მუშაკების თვალწინ - მეუფე სპირიდონის ვიდეოფაილები
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი