წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარი - ინფიცირებული არ ვიყავი, მხოლოდ კარანტინში ვიყავი

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს სათნოების სახლის  ბენეფიციარი, რომელზეც დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსი  აქვს, "მთავართან"  პირველ კომენტარს აკეთებს.

წყალტუბოს მკვიდრის მარინა ბაკურაძის თქმით, იმ დროს, როდესაც იგი კარანტინში იმყოფებოდა, ხელისუფლება მასზე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული.

მე ნამდვილად ვიმგზავრე ტაქსით, რომლის მძღოლსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მე კოვიდ 19-ი არ მქონდა. იმ დროს, როცა მე კარანტინში ვიყოფებოდი, დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ კორონა მქონდა.

არ ვიცი რატომ აწყობდა ხელისუფლებას ეს ტყუილი და კორონავირუსით ინფიცირებულთა ხელოვნური ზრდა. კარანტინში საშინელ მდგომარეობაში  ვიმყოფებოდი. ცუდი საჭმელი იყო ძალიან, - განაცხადა მარინა ბაკურაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი