შსს ისევ ე.წ. "სემსოტას" ეძებს | გორში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო 38 წლის შალვა გულიაშვილის, იგივე "სემსოტას ადგილსამყოფელის დადგენას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ორი დღის წინ მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი ფიგურანტია, შესაძლოა სწორედ იმ გზას გადიოდეს, რომელიც მან 16 წლის წინ გაიარა.

"სემსოტამ" 2006 წელს პოლიციის ავტომობილი გაიტაცა და თავს ცხინვალს აფარებდა. შალვა გულიაშვილს 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის, იგივე "ტრუტის" მკვლელობას ედავებიან. 

ცნობისთვის, ვერხვების დასახლებაში 42 წლის მამაკაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა 3 ივნისს გვიან საღამოს, ავტომობილების სახელოსნოსთან მოხდა. შემთხვევის ადგილას ნაპოვნია ტყვიის მასრებიტერიტორიაზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები სისხლიანი გარჩევნის დროს თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდნენ, გომელაურის უწყება ამ დრომდე არ აკონკრეტებს, გამოკითხეს თუ არა ისინი. მომხდარზე, ამ ეტაპზე გამოძიება სხეულის განძრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი