"გაჩერდი რა, რად გინდა ეს რაღაც სისულელეები" - ვოლსკი რუსეთში მოკლულ დმანისელზე

გამოქვეყნდა:

"გაჩერდი რა, რად გინდა ეს რაღაც სისულელეები", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ჟურნალისტის შეკითხვას, რა რეაგირება უნდა მოჰყვეს სახელმწიფოს მხრიდან, რუსეთში პოლიციელის მიერ დმანისელი ახალგაზრდის მკვლელობას.

ვოლსკი ამბობს, რომ "არ იცის სახელმწიფომ რა იცის ამ საკითხის შესახებ", ასევე არც მას არ აქვს ინფორმაცია.

"გაჩერდი რა, რად გინდა ეს რაღაც სისულელეები, რა რეაგირება უნდა მოჰყოლოდა?! კაცს, რომ მოკლავენ უნდა გამოიძიონ. მკლველეი არ უნდა გამოუშვა გირაოთი ციხიდან. რუსეთის პოლციაა ჩვენი ხო არა?! რუსეთის პოლიციაა და განუკითხაობაა [რუსეთში] ხშირ შემთხვევაში", - ამბობს ვოლსკი.

ცნობისთვის, რუსეთში, პოლიციამ დმანისელი ახალგაზრდა მოკლა. დმანისის მკვიდრი ვაკილ აბდულაევი 3 დღის წინ დაკრძალეს. მის მკვლელობაში ბრალდებული კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლეს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი