გაზრდილი სიკვდილიანობა-კოვიდით ან პოსტკოვიდური გართულებებით გარდაცვლილთა ნაწილი სტატისტიკაში ვერ ხვდება

გამოქვეყნდა:

კოვიდით, ან პოსტკოვიდური გართულებებით გარდაცვლილთა ერთი ნაწილი სტატისტიკაში საერთოდ ვერ ხვდება, ამის მიუხედავად, ვირუსით სიკვდილის შემთხვევები მშრალი სტატისტიკითაც დიდია.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კოვიდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს, საქართველოში სტატისტიკის დრამატულად ზრდის მიზეზის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობენ ინფექციონისტებიც. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, მათ ინფორმაციას არ აწვდის. ამიტომ გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდის მიზეზებზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეუძლიათ და პასუხების მისაღებად კლინიკურ ჯგუფს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვენ .

მედიკოსები ღიად საუბრობენ, რომ გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდის მთავარი მიზეზი შესაძლოა ჯანდაცვის სამინისტროს გულგრილობა იყოს.   

კლინიკები ფიზიკურად ვეღარ ახერხებენ პაციენტებისთვის პრეპარატების მიწოდებას, რადგან ხელისუფლებას საავადმყოფოების დავალიანებას თვეობით ვერ უსტუმრებს. ექიმები პაციენტების გადასარჩენად თავად იბრძვიან. 

ხელისუფლება კი უარყოფს, რომ პაციენტების მკურნალობა სათანადოდ ვერ ხდება, უარყოფს, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშო არ არის, თუმცა აღიარებს, რომ საყურადღებოა. რაც შეეხება პრეპარატებს მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ მარაგი ამოწურულია და ქვეყანა, მხოლოდ 1000 დოზა რემდესივირს მიიღებს. 

ხელისუფლება არ აღიარებს, თუმცა სპეციალისტები ცალსახად თანხმდებიან, რომ კოვიდინფიცირებულების მართვა პირველ და მეორე ეტაპზე გაცილებით უკეთ ხერხდებოდა, რადგან ახალი შტამები სიკვდილიანობის ზრდას არ აჩვენებს, მაშინ თენგიზ ცერცვაძის კლინიკურმა საბჭომ და ასევე ხელისუფლებამ საზოგადეობას უნდა უპასუხოს, პიკის გადავლის მიუხედავად, რა განაპირობებს დღეში საშუალოდ 25 გარდაცვლილ პირს, მეორე საკითხია - ასახავს თუ არა ეს ციფრი რეალობას, რადგან სტატისტიკის მიღმა მოხვედრილი კოვიდით და პოსტკოვიდური გართულებით გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით დიდია.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი