6 ივნისი: დადასტურდა კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 17

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1201 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 349 098 
  • გამოჯანმრთელებულია - 333 505
  • გარდაცვლილია -  4910
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით -18 288, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -8505 , PCR ტესტით - 9783
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,76%, ბოლო 14 დღის -  2,92%, ბოლო 7 დღის - 2,99%
  • კარანტინის რეჟიმში -  25
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3418
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები -  630

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა, აჭარა - 50, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 15, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 24, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი