"ზედმეტი დალურჯება არ მინახავს ჩემს შვილებზე აქ" - მშობელი ნინოწმინდის პანსიონზე

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს დილიდან ბავშვები გამოჰყავთ. როგორც განმარტავენ ბავშვები საზაფხულო არდადეგებზე საკუთარ მშობლებს მიჰყავთ იმის მიუხედავად, რომ არდადეგები არ დაწყებულა. ერთ-ერთი მშობელი ჟურნალისტებს ადანაშაულებს, რომ ბავშვები სკოლაში ვერ დადიან და ამბობს, რომ დროზე ადრე შვილები არდადეგებზე ამიტომ მიჰყავს:

"უნდა წავიყვანო ბავშვები სამთვიან დასვენებებზე. ყოველ სამთვიან დასვენებაზე მიმყავს ჩემი შვილები სახლში. ამ პირობებში თქვენი შიშით სკოლაში ვერ დადიან ბავშვები და ამიტომ მიმყავს ბავშვები. აქ არასდროს არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მეექვსე წელია ჩემი შვილები აქ არიან და ზედმეტი დალურჯება არ მინახავს ჩემს შვილებზე აქ", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანის გადაწყვეტილება კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა ამ დრომდე მოსამართლე ივანე ღლონტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების აღსრულება არ დაწყებულა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მიიჩნევენ რომ ბავშვთა სახლში ბენეფიციარების გაჩერება საფრთხისშემცველია.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქართველოს საპატრიარქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი