წლის ბოლომდე ხალხმრავალი თავყრილობები შეიძლება აიკრძალოს - ინფექციონისტები

გამოქვეყნდა:

მოწოდება "დარჩით სახლში" იცვლება - ეპიდემიოლოგები ამიერიდან გვირჩევენ, ვისწავლოთ ცხოვრება კორონა ვირუსთან ერთად. საკოორდინაციო საბჭოში საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტის საკითხის უკვე განიხილება. შესაძლოა, კომენდანტის საათი მალე გაუქმდეს, თუმცა სავარაუდოდ, ძალაში დარჩება ერთერთი მთავარი აკრძალვა.

ინფექციონისტების რეკომენდაციით, წელს სავარაუდოდ აიკრძალება ხალხმრავალი თავყრილობები. შემოდგომაზე კი ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ შესაძლოა საგანგებო რეჟიმი ისევ აღადგინოს. 

ალბათობა არსებობს, რომ ზამთარში კორონავირუსი ისევ მოტრიალდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უფრო ცუდისკენ, - ამბობს პაატა იმნაძე.

შეზღუდვების ბოლომდე მოხსნა ამ დრომდე არ განიხილება. ამ დროისთვის უცნობია როდის განახლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი