ბოლო თვეების განმავლობაში კოვიდ-ეპიდემიით გამოწვეული სიკვდილიანობა საქართველოში გაიზარდა. განსაკუთრებით შემოდგომის მონაცემებს თუ შევადარებთ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა ყოველდღიური რაოდენობების თანაფარდობას, აღმოვაჩენთ, რომ პროცენტულად დაღუპულთა რიცხვი აშკარად მომატებულია - რეგიონში ყველას გავასწარით ამ ნეგატიური მაჩვენებლით.
რა არის ამის მიზეზი? - ამის ახსნა არც თუ ისე მარტივია და საფუძვლიანი გამოკვლევა სჭირდება. ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, ნელი ტემპით მიმდინარე ვაქცინაციაა - აცრილთა რაოდენობა ჯერ მხოლოდ ზღვაში წვეთია და ვხედავთ, რომ საერთო სურათს დადებითი მიმართულებით ვერ ცვლის.
ხელისუფლებამ თავის შეცდომები დაუშვა, მაგრამ მოსახლეობაც დიდად თავს არ იკლავს ვაქცინაციის პროცესში ჩასართველად. ამის შედეგი ჩვენთვის, შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს, როდესაც შემოდგომაზე კოვიდი ახალი ძალით შემოგვიტევს.
გურანდა ავალიანის სიუჟეტი: გაზრდილი კოვიდ-სიკვდილიანობა"