
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები", ტელეკომპანია "ფორმულასა" და "TV პირველს" ნინოწმინდის პანსიონის ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს:
"თქვენი ტელევიზია არა ამ შემთხვევაში მაგრამ, მე გამოვაქვეყნე ბავშვების მიერ გადაღებული ვიდეომასა, რაც მოხდა სამი დღის წინ, თქვენი ჟურნალისტი არ იყო იქ, იქ იყო "TV პივრელი", "ფორმულა", რომელებმაც პირადაპირი მიმართულებით განახორციელეს ბავშვებზე პირაპირი ფსიქოლოგიური ძალადობა", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
გადაცემის წამყვანისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, თუ რაში რაში გამოიხატებოდა ეს ძალადობა, იერარქი პასუხობს:
"ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ ზომბები ხართ და ამიტომ გვექცევით ასე, გადაძვრნენ კედელზე. სამწუთიანი ვიდეოა, რომელიც ასახავს ჟურნალისტების გადაძრომას კედელზე", - თქვა მან.