გვცემდნენ, ცალ ფეხზე გვაყენებდნენ - ნინოწმინდის ყოფილი ბენფიციარი "მთავართან" მოძალადე აღმზრდელებს ასახელებს

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო მოძალადეები ამ დრომდე რჩებიან - "მთავარ არხთან" კიდევ ერთი ყოფილი ბენეფიციარი იმ აღმზრდელების ვინაობას ასახელებს, რომლებიც ბავშვებზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. ირინა სარალიძე, მზია ბერაძე, ირმა გორდეზიანი და ირინა ფერაძე - სწორედ ამ ადამიანებს ასახელებს ის. 

"გვცემდნენ, საბანს გვაფარებდნენ თავზე, სუნთქვის საშუალება არ გვქონდა, ცალ ფეხზეც გვაყენებდნენ" - ყვება "მთავარ არხთან" ყოფილი ბენეფიციარი.

"ჩემ ბავშვობაში ძალადობდნენ ირინა სარალიძე იყო, მზია ბერაძე და ირმა გორდეზიანი. გვცემდნენ, გადაგვაფარებდნენ საბანს თავზე, არ გადაგვხდიდნენ, სუნთქვის, ამოსუნთქვის საშუალება არ გვქონდა, სკამები გვეკავა ხელში სანამ არ გვეტყოდნენ დაუშვითო, ცალ ფეხზეც გვაყენებდნენ, მშიერიც დავწოლილვართ შუადღეს. 

რამდენჯერაც პანსიონატიდან გავიქეცი იმდენი 9-10 ბიჭი შემხვედრია შუა გზაზე და უკან ცემა-ცემით მივყავდი. მეუფემ რომ გაიგო 10 მეტანია გააკეთებინეს და ესე ჩამთავრდა ეს ამბავი", - ამბობს ყოფილი ბენეფიციარი.

ყოფილი ბენეფიციარი ამბობს, რომ მეუფე სპირდიდონმა არასათანადო მოპყრობაში მხილებული ირინა ფერაძე, ბავშვებზე ძალადობისთვის, პანსიონიდან გაათავისუფლა თუმცა, 3 წლის შემდეგ, თავისივე გადაწყვეტილებით უკან დააბრუნა და ის ამ დრომდე  განაგრძობს ბავშვებთან მუშაობას.

"ხელახლა მიიღო მეუფემო და მე ის მასწავლებელი გაგდებული არ მინახია, დღესაც იქ არის ის მასწავლებელი. ამწუთას ძალადობა ყველაფერი მიდის, ცემენ ბავშვებს", - ამბობს ის.

 

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი