ნინოწმინდის სკოლის მასწავლებლები ბავშვებზე ძალადობას უარყოფენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ინტერვიუდან ირკვევა, რომ ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრებ ბენეფიციარზე არა მხოლოდ პანსიონის წარმომადგენლები, არამედ იმ სკოლის მასწავლებლებიც და ადმინისტრაციის წევრებიც ძალადობდნენ, სადაც ის სწავლობდა. 

სკოლის ადმინისტრაცია ბრალდებებს უარყოფს, დირექტორი კი კამერებთან არ გამოჩენილა.

ერთ-ერთი მასწავლებელი "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ მასწავლებლები გამოკითხვაზე არ ყოფილან და სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ როგორც დირექტორი, ისე მასწავლებლები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

თითქმის სამი საათის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონში, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იყმოფებოდა, რომელიც შიდა სიტუაციას გაეცნო. მან ადგილი ისე დატოვა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი