ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რიონის ხეობის 8 მცველის სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. საგამოძებო უწყება მათ ორი 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით აქტივისტებს გაფრთხილება მისცა, რაც შეეხება სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას, ეს მუხლი მოსამართლემ საერთოდ არ განიხილა. შესაბამისად, 8-ვე მათგანი სასამართლო დაბრაზიდან ჯარიმისა და პატიმრობის გარეშე გაათავისუფლეს.

რაც შეეხება რიონის ხეობის მცველებს, რომლებიც სასამართლოს ეზოში აქციას მართავდნენ, მათ გუმათში გადაინაცვლეს, სადაც კვლავ პროტესტს გააგრძელებენ.

ცნობისთვის, ქუთაისის სასამართლომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 27 მაისს დაკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი