რუსთავი გაიხსნა – ქალაქში მიმოსვლა აღდგა

გამოქვეყნდა:

რუსთავში ყველა სახის შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. ქალაქის შესასვლელთან არსებული ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟი გვიან ღამით განხორციელდა.

მოქალაქეებს ქალაქის დატოვება და ქალაქში შესვლა უკვე შეუძლიათ. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება.

მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით და ტაქსით შეეძლებათ. 18 მაისს კი დაანონსებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც.

საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი, 15 აპრილიდან ჩაიკეტა. თბილისში შესვლის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნა.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 647 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 372 პაციენტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი