
ოზურგეთში "სოკარის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ერთი პირი შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 130 ლარამდე თანხა გაიტაცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომპანია "სოკარის" ბენზინგასამართმა სადგურმა ფუნქციონირება დღეს დილით განაახლა.
ავტორი: ლადო მენაბდე.