განსაკუთრებით დიდი ოდენობის არადეკლარირებული თურქული წამლის შემოტანაზე 1 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტების შემოტანის გამო საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად მის სარგებლობაში არსებული სატვირთო ავტომობილით, შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული თურქული წარმოების მედიკამენტები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თურქული წარმოების მედიკამენტების საბაჟო ღირებულება 25 000 ლარს აღემატება",- წერია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი