თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში დიდი ამცრელი სივრცეები ჩამოყალიბდება.

მისი თქმით, დედაქალაქის მაგალითზე მიმდინარეობს მოლაპარაკება "ექსპო ჯორჯიასთან“, სპორტულ დაწესებულებებთან, მოლებთან ფართების გამოყენებაზე, რათა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იყოს როგორც დაჯავშნით, ასევე,  ცოცხალი რიგით, ვირტუალური კაბინეტებით

"ქვეყნის 4 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო" ,- თქვა ამირან გამყრელიძემ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი