
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჩუმლაყში ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, "ფორდ ტრანზიტის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.
სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო მძღოლმა, რის გამოც ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში გადაიყვანა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელი მდგომარეობაში იმყოფებოდა.
საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი.