აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე თავად წერს.
"ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში" - წერს რიჟვაძე.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოფარმით" 13 მაისს აიცრა.