
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - გამოცემა "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დააკავეს ერთი პირიც. გამოცემის ცნობით, შემთხვევა, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.