დედის თქმით, ადიგენის პოლიციამ მის შვილს სცემა და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა | მამა საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ადიგენში, სოფელ უდეში, 28 წლის კაცი, სოფლის ცენტრიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს და სცემეს. ამის შესახებ ახალგაზრდის დედა ადგილობრივ მედიას უყვება.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, დედა ამბობს, რომ მის შვილს, პოლიციის უფროსი, თამაზ ფაილოძე ხელყუმბარისა და ნარკოტიკების ჩადებით დაემუქრა. როგორც ის ამბობს, მისი შვილი ახალციხის რაიონულ სასამართლოში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ჩაიყვანეს, შემდეგ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაიყვანეს. 

გარდა ამისა, სამმართველოს შენობასთან მყოფი ახალგაზრის მამა შეუძლოდ გახდა. ის ამ დრომდე ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი