
მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტის, გიორგი მჟავანაძის საქმე სტრასბურგში გაიგზავნა. მჟავანაძე 2020 წლის 9 ნოემბერს იმ აქციაზე დააკავეს, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო შედეგების გაყალბებას აპროტესტებდნენ.
გიორგი მჟავანაძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სააპელაციო სასამართლომ მისი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.
"ეს დაკავება თან იყო ძალადობრივი, მე მაშინ 2 ექსპერტიზა ჩამიტარდა, მოსამართლემ პრაქტიკულად არცერთი გარემოება არ მიიღო მხედველობაში. არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ჩემ ბრალეულობას ამტკიცებდა", - თქვა გიორგი მჟავანაძემ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის გამკაცრების ფონზე ეს სამოქალქო აქტივისტების უკვე მე-7 საქმეა, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა. მათგან რამდენიმე - მათ შორის "სირცხვილიას" წევრების გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის საქმეები უკვე განხილვის პროცესშია.