ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მაღაზია "ფარფურის" დაწვის მცდელობა იყო. მაღაზიის თანამშრომლები მედიასთან არ კონტაქტობენ, თუმცა ერთ ერთი თვითმხილველის განცხადებით, დაახლოებით დილის 6 საათზე დაუდგენელმა პირებმა სასურსათო მაღაზიის შუშა ჩაამტვრიეს და მაღაზიის დაწვა სცადეს.
ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. საქმეზე გამოძიება დაწყებულია. ამოღებულია ვიდეო კადრები.
ავტორი: თეა ვაშალომიძე