
"ევროპული საქართველოს" წევრი ახმედ იმამყულიევი შსს-სა და პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებლის, ზაბილ გაჯიევის წინააღმდეგ.
"მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მ/შ ზაბილ გაჯიევის შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია რომ მან სოფ. აზიზქენდში დირექტორად მუშაობის პერიოდში ამავე სკოლის მასწავლებელთან ინტიმური ურთიერთობა ფარულად გადაიღო ვიდეო და მერე ეს ვიდეო გაასაჯაროვა. ამის შესახებ ღიად წერს ერთ ერთმა პიროვნებამ თავის ფბ გვერდზე (აზერბაიჯანულად) და ჯორის დონეზე საუბრობს საზოგადოება რომ მან ამ ვიდეოთი აშანტაჟებდა ქალბატონს (მასწავლებელს)",- წერს ახმედ იმამყულიევი
მარნეულის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ზაბილ გოჯაევი ერთი კვირის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გადადგა.