"ივლისის პირველი რიცხვებიდან შემოვა სხვადასხვა ვაქცინები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას გული წყდებოდა "ფაიზერზე" ზოგიერთს იდეაფიქსი აქვს, რომ "ფაიზერით" უნდა აიცრან და მათ ექნებათ "ფაიზერი". და კიდევ უფრო უკეთესი, მათ ექნებათ „ნოვოვაქსი“, რომელიც ჯერ არ გამოსულა მსოფლიო ბაზარზე. "ნოვოვაქსი" მიიღებს დადასტურებას და ჩემი რწმენით, ეს იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა, "ფაიზერზე" კიდევ უკეთესი".
- ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.