დაპირისპირება თელავში - ახალგაზრდა სავარაუდოდ, თავში მაკრატლით დაჭრეს 

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება თელავში - ნაცემი და დაშავებულია 2 ახალგაზრდა. ერთს სავარაუდოდ, თავში მაკრატელი აქვს ჩარტყმული.

შემთხვევა 2 დღის წინ, კომენდანტის საათის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს უბანში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. რის გამოც, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი  ფიზიკურად გაუსწორდნენ.

22 წლის ზურა საჩიშვილი დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. უფრო მძიმეა 21 წლის ბესიკ ქართლელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მიყენებული დაზიანებებით თბილისშია გადაყვანილი.

მხარეებს ფაქტის შესახებ საუბარი არ სურთ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 124- ე მუხლით დაიწყო, რაც  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას  გაუფრთხილებლობით  გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი