ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ - ნინოწმინდის პანსიონთან ადგილობრივები მეუფესთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ ნინოწმინდის პანსიონთან ადგილობრივები მივიდნენ, რომლებიც მეუფე სპირიდონთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ მათი კუთვნილი მიწები სრულიად უსაფუძვლოდ გადასცა საპატრიარქოს. მათი თქმით, ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.

"სამღვდელოება ამოსული იყო თავისი ფორმით, მანქანით, ხალხით, როცა წააწყდნენ დაბრკოლებას და ჩვენ გამოვედით ხალხი, ამოიყვანეს მერე პოლიცია. სათიბი ადგილია, ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენ სოფელში, მიიზომეს, ჩვენ არც გაგვიგია. გვინდა ჩვენი მიწა დაგვიბრუნონ, მეც ხო მყავს ოჯახი", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

პანსიონიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. რაც შეეხება მეუფეს რამდენიმე საათია მეუფე სპირიდონი სხვადასხვა სასულიერო პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება. მას მედიასთან რიამე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს, 10 ივნისს სავარაუდოდ კიდევ 3 ბავშვს გაიყვანენ. დაწესებულებაში მათი ნათესავები დილით მივიდნენ.

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი