ცოტა ხნის წინ ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევა სადაზღვევო კომპანია "ირაოს" ოფისის წინ მოხდა. დაჭრილი "ირაოს" თანამშრომელია. მას ორი ჭრილობა ცივი იარაღით მუცლის არეში აქვს მიყენებული.

სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. 

თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა პირად კონფლიქტს უკავშირდება და არა სამსახურეობრივს. 

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი