მეუფე სპირიდონი სამებაში - სასულიერო პირმა მედიის არცერთ კითხვას არ უპასუხა

გამოქვეყნდა:

სიძულვილის ენის შემცველი განცხადებებით გამორჩეულმა სხალთელმა ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმა დღეს მედიის კითხვებს არ უპასუხა.

მეუფე სპირიდონი სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. წირვის დასრულების შემდეგ მას ჟურნალისტებმა კითხეს ამჯერად მაინც თუ აღიარებდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე ძალადობის ფაქტებს, ასევე, თუ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და შეუშვებდა თუ არა დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს.

სამებიდან გამოსვლის შემდეგ მან ყველა კითხვა უპასუხოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ პარალელურად ნინოწმინდის პანსიონს ბენეფიციარები ნელ-ნელა ტოვებენ. დღეს დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, კიდევ 3 მოზარდი წავა. 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი გრძელდება. პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა.  ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი