
ახალქალაქში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს 17 წლის ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
სამხრეთის კარიბჭესთან საუბრისას ადგილობრვები ამბობენ, რომ დაპირისპირება ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ახალგაზრდას ჭრილობა სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" მომხდარს უდასტურებენ. უწყების ინფორმაციით, შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს
უწყების განცხადებით სავარაუდო დამნაშავე დადგენილია თუმცა ჯერ დაკავებული არაა.