შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. CDC წერს, რომ საქართველოში მოგზაურობა სრულად ვაქცინირებული პირებისთვისაც რისკია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი საქართველოში მოგზაური პირებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:
შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციას ექიმი ზურაბ გურულიც ეხმაურება და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს:
"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის.
აშკარად არ სცემენ პატივს ქართულ მენეჯერულ ნიჭს და გაქანებას პატივცემული ტონი და ძმანი და დანი მისნი
ზაფხულის ბოლოსკენ და ადრე შემოდგომაზე დაახლოებით წარმომიდგენია რა იქნება
გაუფრთხილდით საკუთარ თავს და ერთმანეთს. გახსოვდეთ, თქვენი კომფორტის მიღმა ვიღაცის სიცოცხლე იწყება და ... მთავრდება",-წერს გურული.