"საქმის დალაგება" ონლაინ - ბიზნესწილების გარჩევის "ქურდული" სქემა

გამოქვეყნდა:

მასშტაბური სპეცოპერაცია 3 დიდ ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულია 13 პირი.

ერთ-ერთი დაკავებული რევაზ დათუნაშვილია - ის, კომპანია "ჯიდალ გრუპის" ერთ-ერთი მეწილეა. დათუნაშვილი თვლიდა, რომ კომპანიის სხვა მეწილეები მას ფულს უმალავდნენ და მას თავის წილს არ აძლევდნენ.

დათუნაშვილმა, თურქეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს ზაალ მახარობლიძეს იგივე "გლეხოვიჩს" საქმის მოსაგვარებლად მიმართა.

"საქმის დალაგება" გლეხოვიჩმა, შვილს მევლუდ მახარობლიძეს იგივე "მემის" დაავალა. შეხვედრაც სწორედ მისი ორგანიზებით ისანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შედგა.

დავის ქურდული წესით გარჩევას ონლაინ ესწრებოდა ე.წ. კანონიერი ქურდი ზაალ მახარობლიძე. სწორედ ის გასცემდა მითითებებს და თავად "გლეხოვიჩმა" გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორესთვის 80 000 ლარი უნდა მიეცა.

13 დაკავებულის ოჯახის წევრებიდან, ერთადერთი ვინც ამ შეხვედრის შესახებ მოგვიყვა ამავე კომპანიის თანამშრომლის იმედა ჭუმბურიძის მეუღლეა. თამილა ჩალათაშვილი ადასტურებს, რომ მისი მეუღლე ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა ავტორიტეტებმა ამ შეხვედრაზე დაიბარეს და ფულის მოპარვის საქმეზე დამოწმება სთხოვეს. 

ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გამოაქვეყნა შეხვედრის აუდიოჩანაწერიც.

მოსამართლის განჩინებით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ ნივთმტკიცებებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ "კანონიერ ქურდს", "გლეხოვიჩს" უკავშირდებოდნენ.

ნივთმტკიცებებად ასევე ამოღებულია ასევე 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი