კორუფციის რისკები - ეკონომიკის ყველა სფეროს ოფშორული კომპანიები აკონტროლებენ

გამოქვეყნდა:

საქართველოში მოქმედი 3200-მდე კომპანია ოფშორებთანაა დაკავშირებული და მათი ბენეფიციარი მფლობელების დადგება ვერ ხერხდება, რაც კორუფციის რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევით, 3200-დან 27 კომპანია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკაშირებული და ოლიგარქი საკუთარი ახირებებისა თუ სასახლეების მშენებლობის დაფინანსებას სწორედ ამ კომპანიების გამოყენებით ახდენს. მათ შორის იღებს ქონებას სახელმწიფოსგან. 

საქართველოში შემოსული ინევსტიციების ნახევარი სწორედ ოფშორულ კომპანიებზე მოდიოდა, ანუ ვისია ფული - არავინ იცის. თუმცა ასეთი კაპიტალისთვისაც  კი საქართველო დღეს საინტერესო აღარაა.

2021 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციები 125 მლნ დოლარამდე შემცირდა, ეს კი წინა წელთან შედარებით 50 მლნ-იანი კლებაა, და ბოლო 16 წლის ისტორიული ანტირეკორდია. 

ენერგეტიკა, უძრავი ქონება, საცალო ვაჭრობა - ეკონომიკის ყველა სფეროს დღეს ოფშორული კომპანიები აკონტროლებენ, ხოლო ვინ აკონტროლებს რეალურად მათ, არავინ იცის და არც არავინ ინტერესდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი