ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - საპროცესო შეთანხმება ბავშვების მშობლებსა და ფოტოგრაფს უფორმდება

გამოქვეყნდა:

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - საქალაქო სასამართლოში საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უკვე ორი საათია მსჯელობენ.

ჯერჯერობით, უცნობია, დათანხმდება თუ არა პროკურატურის შეთავაზებას ყველა განსასჯელი. სასამართლო დღეს სექტემბერში დაკავებული 10 პირის საქმეს განიხილავს.

პროცესის დაწყების წინ, ერთერთი დაკავებულის ადვოკატმა, ტანია რაზმაძემ აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმება ცხრა მათგანს გაუფორმდება, მათ შორის, არასრულწლოვნების მშობლებსა და ფოტოგრაფს.

საპროცესო შეთანხმება დაიდო ნებაყოფლობით და იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარემ ოქროს მოწმეებით დაიწყო საპროცესო შეთავაზება, ჩვენ დაგვემსხვრა ის მითი, რომ გამოსულიყო უალტერნატივო გამამართლებელი განაჩენი. შემოთავაზებაა რეალური სასჯელი, დამატებით სასჯელად ჯარიმა და ქონების ჩამორთმევა, - განაცხადა ტანია რაზმაძემ.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე კი სულ 20-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან უცხოეთის მოქალაქეები, მშობლები და პედაგოგები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი