თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა.
შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით 2-მა მძარცველმა ჯერ მაღაზიის შუშები ქვებით ჩაამტვრია, შემდეგ კი დაახლოებით 90 000 ლარზე მეტის ღირებულების ტექნიკა წაიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.