ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 797 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით:
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 64, შიდა ქართლი - 26, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 175 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 159 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,7 მილიონზე მეტი.