ბიზნესწილების გარჩევის ქურდული სქემა და 13 დაკავებული - სასამართლო ე.წ. კანონიერ ქურდებთან კავშირში მყოფი პირების აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
საქმე ეხება გუშინ დაკავებულ 13 ადამიანს, რომლებიც ე.წ ქურდულ გარჩევაში მონაწილეობდნენ. მათ წილების განაწილების საქმეში დახმარება საზღვარგარეთ მყოფ ე.წ კანონიერ ქურდს "გლეხოვიჩს" სთხოვეს, მან კი დავის მოგვარებაში შვილი - მევლუდ მახარობლიძე ჩართო.
დაკავებულებს "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის მუხლებით აქვთ წარდგენილი. ბრალი დაუსწრებლად შეუფარდეს საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს "გლეხოვიჩს". მისი შვილი კი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
ამავე თემაზე: