პრეზიდენტის ინფორმაციით, ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტის ინფორმაციით, ლიეტუვა საქართველოს ვაქცინებით დაეხმარება. 

მივიღეთ დაპირება, რომ ვაქცინების კუთხით ლიეტუვა დაგვეხმარება და ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გადმოგვცემს - თქვა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

ამასთან, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოში ლიეტუვას დღეების და ასევე, ლიეტუვაში საქართველოს დღეების გამართვის საკითხიც განიხილეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი