თუ ომბუდსმენს გააჩუმებთ, დემოკრატია რისკის ქვეშ დადგება - UNDP-ის ხელმძღვანელი 

გამოქვეყნდა:

საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი, ანნა ჩერნიშოვა ნინოწმინიდს პანსიონთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ "თუ სახალხო დამცველს გააჩუმებენ, დემოკრატია რისკის ქვეშ დადგება".

"სახალხო დამცველის საქმე ძალიან რთულია, რადგან ხშირად ამბობს ის სიმართლეს, რომელიც ყველას არ მოსწონს. სწორედ ამიტომ ესხმიან თავს სახალხო დამცველს სხვადასხვა ძალები, თუმცა მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ეს ძალიან სახიფათო რამ არის, თუ სახალხო დამცველს გააჩუმებთ, დემოკრატია მართლაც რისკის ქვეშ აღმოჩნდება, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საქართველო ამ გზას არ აირჩევს", - თქვა ანნა ჩერნიშოვამ.

მან საერთაშორისო პარტნიორებს, მთავრობას, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა ხმამაღლა ილაპარაკონ სახალხო დამცველის მხარდასაჭერად. მან ასევე მოუწოდა შესაბამის ორგანოებს დაუყოვნებლივ შეუშვან სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი