დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - შემთხვევა ლაგოდეხში

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია დაჭრილი. 55 წლამდე ასაკის მამაკაცს ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხში აქვს  მიყენებული.

წინასწარი ინფორმაციით, მან  დაზიანება  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გავარდნის შედეგად მიიღო. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი