ტყვლიპე, ხონსკი, პუპუშა... - ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

ქურდულ სამყაროსთან კაშირის ბრალდებით დაკავებულ 13 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

სასამართლომ მიიღო განჩინება, დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ყველა ბრალდებული დატოვა პატიმრობაში. მიმაჩნია, რომ ეს... მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო დაგვპირდა, რომ ჩაგვაბარებდა დასაბუთებულ განჩინებას, მე მაქვს მოლოდინი რომ ვერანაირი დასაბუთებული განჩინება ვერ ჩაგვბარდება, ვინაიდან, თვითონ შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და დაუსაბუთებელი შუამდგომლობით განჩინება ვერანარად ვერ იქნება თავისთავად დასაბუთებული. ჩვენ გვქონდა,
უშუალოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეთანხმებით მოთხოვნა, იქიდან გამომდინარე, რომ არ აღიარებდა ბრალად წარდგენილ ქმედებას, მოვითხოვეთ რომ არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული, - ამბობს ადვოკატი ალექსანდრე ამირხანაშვილი.

მანამდე კი, შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია თბილისში, თელავსა და ქუთაისში ჩატარდა. ყველა მათგანი "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ზ. მ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი